17 აპრილი, 2020

მანანა აბრამიშვილი: “ეკლესია არ უნდა დაიკეტოს!”

მანანა აბრამიშვილი: "ეკლესია არ უნდა დაიკეტოს!"რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესია არასოდეს არ უნდა დაიკეტოს:

“არასოდეს, არც ერთი განსაცდელის დროს არ ვიქნები ეკლესიის დახურვის მომხრე. სიკვდილის შიში იმიტომ არსებობს, რომ გვეშინია იმ ქვეყნად როგორ მოგვეკითხება ჩვენი ცოდვები… ვიქნებით თუ არა იმის ღირსნი, რომ დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი. აქ დედამიწაზე იმისთვის ვართ, რომ ვიცხოვროთ რწმენით, უფლის სიყვარულით, სიკეთით, თანაგრძნობით, პატივისცემით…გვიყვარდეს და ვასრულებდეთ ეკლესიის კანონებს…

ეკლესია არ უნდა დაიხუროს, მეგობრებო, მაგრამ ჩვენ მოქალაქეები ნუ მივალთ და იქ მხოლოდ მღვდელმსახურებმა ილოცონ ჩვენთვის აღდგომის ღამეს. ჩვენ კი სახლებში ვილოცოთ. ოღონდ გთხოვთ, ნუღარ ჩავდივართ დიდ ცოდვას უფლის წინაშე და ნუ ვითხოვთ აქ უმრავლესობა, რომ დაიკეტოს ეკლესია!

გაუფრთხილდით თქვენს სულებს… ეკლესია არ უნდა დაიკეტოს, არა! არასოდეს.”