8 აპრილი, 2020

მაია დარსმელიძე კოლეგებს აკრიტიკებს

მაია დარსმელიძე კოლეგებს აკრიტიკებსმომღერალი მაია დარსმელიძე თავის კოლეგებს აკრიტიკებს და მას აქტივობას გულისამრევს უწოდებს:

“ვუყურებ ზოგი “ცნობადის” გულისამრევ პოპულისტურ აქტივობას და ფრიად არაპოპულარული პოსტის მუზა მეწვია….

ამ პოსტს ბევრი ადრესატი წაიკითხავს და გაატარებს, მაგრამ მაინც ვწერ. მკიდია.

ვერაფერი გვეშველება, სანამ “კოლეგები” ბნელი მავნებელი სელებრითების, ცნობადების, სპორტსმენების, მომღერლების, მსახიობების, მოცეკვავეების ან მეხაშეების ბნელ და მავნებლურ ქმედებას უხერხულობის ან უტვინობის გამო ვატარებთ, ან, უარესი, მათ ყოვლად ზიანის მომტან იდიოტობას შედევრად ვაზიარებთ და ვეხმარებით ჩამოუყალიბებელი ადამიანების დადებილებაში.

მომბეზრდა რომ ამ “სფეროდან” მხოლოდ მე ვარქმევ ყველას თავის სახელს და დანარჩენები დებილური კოლეგიალობით გამოწვეული უხერხულობისგან ხმას არ იღებენ. მერე ის უნიჭო ბნელები ერთიანდებიან და ბედნიერად თანხმდებიან, რომ მათ ყველაფერი რიგზე აქვთ და მე უბრალოდ უმძიმესი, ტერორისტულ-ექსტრემისტული ხასიათი მაქვს და ყალბ, პოპულისტ და ხალტურშიკ გულზეც მაააგრა ეშვებათ.

მე განზე ვარ, იმიტომ რომ ამ თქვენს სიყალბეს ვერ ვიტან და მაააგრად არ მევასებით, მაგრამ თქვენთვის მაინც არ გიტყდებათ და არ გინდათ ოდესმე დაფიქრდეთ, როდემდე უნდა გაატაროთ ეს უმსგავსო მავნებელი სიბნელე და თქვენი კრეტინული კოლეგიალურობით აპრავოთ?

თუმცა, ალბათ იმიტომ აპრავებთ, რომ, როდესაც თქვენ საკუთარ შედევრალურ სირობას გააზიარებთ – სწორედ ამავე უნიჭო კოლეგიალურობით და ამგვარი “ურთიერთ ვიგოდით” მოპოვებული ყალბი ბრავო ბისებით იქმნით მასშტაბური მოწონების და გენიალურობის ილუზიას…

ოეე, ფრიად კოლეგიალურებო, ნუთუ საკუთარ უმოქმედო თავზე გული არ გერევათ, როდესაც თქვენი “უკონფლიქტო” და მუდამ “პოზიტიური” იმიჯით ხელს არ უშლით ამ ბნელი ავტორიტეტების ვიღაც ასეთივე “კოლეგიალურის” დახმარებით სრულიად შემთხვევით და უსაფუძვლოდ აშენებულ “გავლენას”? ნუთუ არ გიტყდებათ, რომ მაშინ, როდესაც ვიღაც “ლოკარური სთარის” სიდებილეს თუნდაც ერთი ან ორი გულწრფელი ადამიანი ჰყავს, რომელიც მათ სიტყვას აქსიომად მიიჩნევს და ამ მენტალურ ტრაკში ბრმად მიყვება, ამ ერთი ან ორი ადამიანის აზროვნების დამახინჯებისთვის პასუხისმგებლობის მილიმეტრიც არ გაგაჩნიათ?”