25 აპრილი, 2020

ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარული

ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარულიმსახიობ ლევან აბაშიძის გულის მონადირებას არაერთი გოგონა ცდილობდა. 1987 წელს კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ლევან აბაშიძე მარლონ ბრანდოს შეადარა.

ნიჭიერმა და სიმპათიურმა მსახიობმა თავისი ცხოვრება მოლდოველ მსახიობს მიკაელა სტრიმბეანუს დაუკავშირა, რომელიც თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდა. 18 წლის მიკაელამ და 25 წლის ლევანმა მშვენიერი ურთიერთობა ააწყვეს, თუმცა აფხაზეთის ომმა მათი ბედნიერი თანაცხოვრება დაასრულა.

29 წლის ლევანი ომში წავიდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მიკაელა აღარ გათხოვილა, რადგან როგორც თავად ამბობს, ლევანის მსგავსი ვერავინ იპოვნა.

ყველაზე მეტად მოლდოველი მსახიობი იმას ნანობს, რომ საყვარელი მამაკაცისგან ბავშვი არ გააჩინა:

“ძალიან ვნანობ რომ ლევანისგან შვილი არ გავაჩინე. მქონდა ამის შესაძლებლობა, ლევანისგან ორსულად დავრჩი, მალევე, როცა გავიცანი.

მაშინ დავსხედით მე, ლევანი და დედამისი და ასეთი ოჯახური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არ დაგვეტოვებინა ბავშვი. თუ ბავშვს გავაჩენდი, მაშინ სწავლისთვის თავი უნდა დამენებებინა, მე კი 4 წელი ჩემებთან უნდა დავრჩენილიყავი.

ბავშვის ყოლა სამომავლოდ გადავდეთ, შემდეგ კი ომი დაიწყო და სამწუხაროდ, ლევანი გარდაიცვალა.”

ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარული