15 აპრილი, 2020

კახა კინწურაშვილის კატეგორიული მოთხოვნა

კახა კინწურაშვილის კატეგორიული მოთხოვნამსახიობ კახა კინწურაშვილს კატეგორიული მოთხოვნა აქვს, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა აღასრულოს:

“საგანგებო მდგომარეობის გამო, ჩემს გარშემო ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ზოგს ხელფასი გაუნახევრეს და ზოგს დღიურად გაქირავებული სახლები გამოკეტილი აქვს. ამ ადამიანებიდან ზოგიერთი 2 ოჯახს არჩენდა. ვიღაცის ხელფასის ნახევარი წამლებში მიდიოდა. თითო კაპიკს და კალორიებს ითვლიან რომ გადარჩნენ და მაინც კანონს ემორჩილებიან, რომლითაც იკრძალება ახლო დისტანცია, იმიტომ რომ ვირუსი (რომელიც ზოგიერთს კლავს) ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. შესაბამისად, არ შეიძლება გადაკოცნა, ჩახუტება, ერთი ჩანგლით ჭამა და არც ერთი კოვზით მოსმა!

გიფიქრიათ, რომ ამ პირობებში, თქვენი რწმენის დასამტკიცებლად კანონს არღვევთ? ერთი წამით დაუშვით აღდგომის მერე ინფიცირებულების ციფრი რომ საშინლად გაიზარდოს?! ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ კარანტინი დიდი ხნით გაგძელდება და ამას ჩვენი ღარიბი სახელმწიფო ვერ გაწვდება? ეს ხომ ხალხს უფრო გააღარიბებს? თუ დღეს ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ზეგ ხომ შეიძლება ყოველი მეორე აღმოჩნდეს? თუ დღეს სამი გარდაცვლილია ხომ შეიძლება, რომ სამასი გახდეს?

თქვენ შეიძლება რწმენას იძლიერებთ, მაგრამ ამით კანონს არღვევთ, რომელიც ყველას ეხება განურჩევლად მისი მრწამსისა. ადამიანები, რომლებიც შიმშილს იტანენ, შეიძლება თქვენს გამო მოკვდნენ… გთხოვთ, დაფიქრდით ამაზე.

საქართველოს მთავრობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო – თქვენ კიდე ნუ ევაჭრებით საპატრიარქოს და კანონი აღასრულეთ! რაც თქვენი პირდაპირი მოვალეობაა.”