29 აპრილი, 2020

ჯორჯ ბალანჩინის განწირული სიყვარული

ჯორჯ ბალანჩინის განწირული სიყვარულიმოვლენა მსოფლიო ბალეტში ჯორჯ ბალანჩინი – გიორგი ბალანჩივაძე ამერიკელებმა გააღმერთეს. მისი ღვაწლი ამერიკული კლასიკური ბალეტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ფასდაუდებელია.

გიორგი ბალანჩივაძე ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის შვილია. ის 1904 წელს პეტერბურგში დაიბადა. მაესტრო იყო ჯერ პარიზის „სერგეი დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი, შედეგ კი, ფრანფული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს“ და „ბალე 1933-ის“ ბალეტმაისტერი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწვევის შემდეგ, ამერიკელ იმპრესარიო ლინკოლნ კირშტეინთან ერთად „ამერიკული საბალეტო სკოლა“ შექმნა. ამ სკოლის საფუძველზე ჩამოყალიბდა საბალეტო დასი „ნიუ-იორკ სიტი ბალე“, რომელსაც 50 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

„მუსიკას უნდა ხედავდე, ცეკვას – ისმენდე“ – ეს ჯორჯ ბალანჩინის სიტყვებია.

მისმა მახვილმა თვალმა არაერთი უნიჭიერესი მოცეკვავე აღმოაჩინა, ბევრ მათგანს ბალეტმეისტერმა საბალეტო სივრცეში გზა წარმატებით გაუკვალა.

მაესტროს მუზა ბალერინა სიუზან ფარელი 16 წლის იყო, ჯორჯ ბალანჩინი – 42-ის. მთლიანობაში მაესტრომ მას 59 ბალეტი დაუდგა. 8 წლის მანძილზე თავდაუზოგავად მუშაობდა მასთან, უნიჭიერეს ბალერინას კიდევ უფრო ხვეწდა. ყველა ბალეტში სიუზანი იყო მთავარი მოცეკვავე, მას დუბლიორი არასდროს ჰყოლია და თუკი ბალერინას არ შეეძლო სცენაზე გამოსვლა, იმ დღეს დანიშნული სპექტაკლი სხვა სპექტაკლით იცვლებოდა.

“ნიუ იორკ სითი ბალეტის” წამყვანმა ბალერინამ ცხოვრების მეგზურად არა ჯორჯ ბალანჩინი, არამედ ახალგაზრდა ბალერონი აირჩია. განაწყენებულმა ბალეტმეისტერმა ორივე თეატრიდან გაუშვა.

ამის მიუხედავად, წლების შემდეგ სიუზანი კვლავ დაუბრუნდა “ნიუ იორკ სითი ბალეტს”. ბალანჩინი ბალერინას შეურიგდა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა დაიწყო.

ჯორჯ ბალანჩინი ნიუ იორკში გარდაიცვალა. მისი სახელის უკვდავსაყოფად ბროდვეიზე ლინკოლნ ცენტრამდე არსებულ პატარა ქუჩას, სადაც „ნიუ-იორკ სითი ბალეტი“ მდებარეობს, „ბალანჩინის გზა“ ჰქვია.

ჯორჯ ბალანჩინის განწირული სიყვარული