16 აპრილი, 2020

ირაკლი კვირიკაძე კორონავირუსს ებრძვის

ირაკლი კვირიკაძე კორონავირუსს ებრძვისცნობილი ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე კორონავირუსს ებრძვის.

ინფორმაცია ამის შესახებ მისმა მეუღლემ – ტომა სტენკომ გაავრცელა:

“ირაკლი კვირიკაძე კოვიდ 19-ს ებრძვის. მადლობა ექიმებს, რომლებიც სასწაულებს სჩადიან და ყველაფერს აკეთებენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ირაკლის აქვს შაქრიანი დიაბეტი, გულთან დაკავშირებული პრობლემები და არც თუ ისე პატარა ასაკი.

დიდი მადლობა ყველას, ვისი ყურადღებაც და სიყვარულიც არ გვაკლია. ეს გამოცდაა თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ერთმანეთს უფრო მეტი დრო დავუთმოთ და უფრო დიდი სიყვარული გამოვხატოთ.

გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს, საკუთარ თავს და ყველას, ვინც ახლოს ან თუნდაც ძალიან შორსაა.”