21 აპრილი, 2020

გიორგი უშიკიშვილის სამართლიანი მოთხოვნა

გიორგი უშიკიშვილის სამართლიანი მოთხოვნამომღერალი გიორგი უშიკიშვილი სრულიად სამართლიანად ითხოვს, რომ ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნას:

“დღევანდელი სიტუაციის გამო, ასე გაუთვალისწინებლად ჩავრჩი სოფელში ჩემს ოჯახთან ერთად.

გავიგე, რომ ზომები მისაღებია და უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ის ხომ გასათვალისწინებელია, რომ მე, მაგალითად, რომელ სოფელშიც ვარ, უახლოესი მაღაზია და აფთიაქი 15 კილომეტრშია.

ასე წინასწარ რამდენი უნდა მეყიდა საკვები? ან წამალი? ელემენტარულად ყველას ხომ სახლთან არ აქვს მაღაზია და აფთიაქი? ასეთი შემთხვევები ხომ გასათვალისწინებელია? თან ამ სოფელში მარტო მე კი არ ვარ. კიდევ რამდენი სოფელი იქნება ასეთი? მგონი ასეთი ელემენტარული საკითხები გასათალისწინებელია, რომ წავიდე, პური ვიყიდო და თუ დამჭირდა – წამალი.

ასე აიღე და ჩაკეტე რანაირად ხდება? ამ 144-ზეც ვრეკავ და აზრი არ აქვს, მთელი დღე დაკავებულია. დღეში 2 საათი მაინც დაუშვან გადაადგილება. დილით მაგალითად…”