გიორგი სუხიტაშვილის კრიტიკა კოლეგებს

გიორგი სუხიტაშვილის კრიტიკა კოლეგებსმომღერალი გიორგი სუხიტაშვილი კოლეგებს საჯარო აკრიტიკებს. ამის მიზეზი კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი სიმღერაა.

იდეის ავტორი სოფო ბედიაა, სიმღერა კაკი ბოლქვაძემ დაწერა, ტექსტი კი – ნანა ცინცაძემ. სიმღერას ასრულებენ თემურ თათარაშვილი, ოთო ნემსაძე, ბესო კალანდაძე, ნინო ჩხეიძე, მარიკა თხელიძე, გულიკო ჭანტურია, აჩი ფურცელაძე, ლიკა დოლიძე, ელენე ფოჩხუა, მარიკო ებრალიძე, გია დავითიანი, სოფო ხალვაში, ბორის ბედია, კახა გრიგალაშვილი.

გიორგი სუხიტაშვილი:

“ახლა სერიოზულად!

ძალიან მწყდება გული იმ მომღერლებზე, ვიზეც ვთვლი, რომ არ უნდა იყვნენ ამ კლიპში.

1. კითხვის დასმა არ ტეხავს ვინ იღებს კლიპს, ვისი სიმღერაა, ვინ იღებს მონაწილეობას. ანალიზი უნდა გავუკეთოთ ყველაფერს

2. ეს თემა არის ზედმეტად საფრთხილო, სამშობლო, ექიმები გმირები, რელიგია და ა.შ.

3. ამ ვიდეოთი იმ ადამიანებს და მათ შრომას არ მიადგება ჩრდილი.

4. ამ ვიდეომ გვაჩვენა ის, რომ რიგი ადამიანები, ვერ ხვდებიან სად არიან, რომელი წელია, რა მოთხოვნები აქვს ქვეყანას, რა არის ხარისხი, ვის უნდა მიანდო ასეთი რამე (ან რა საჭიროა ეს ჰიმნები ყველაფერზე?)

5. სამეგობროს იქით თუ არ გაიხედებით, სულ ასეთი ხარისხის პროდუქტს შექმნით. (ჩვენები და იმათები, ამისტები იმისტები. კლასტერები და დაჯგუფებები)

6. პიროვნულად არასოდეს არავის არ ვეხები და არ მიყვარს ეს ჭორაობები, მაგრამ ე.წ. კოლეგიალობა მხოლოდ ის არ არის “რა კარგი რამე გადაგიღიათო” რო უთხრა, “მოყვარეს პირში უძრახე”, ხოდა, გეტყვით, რომ ძალიან ცუდია ის, რაც დადეთ.

7. ხო ვიცით (ვისაც შეხება გვაქვს ამ სფეროებთან, ტელევიზია, სტუდიები, რეჟისორები, რედაქტორები პროდიუსერები, მონტაჟი და ა.შ.) ასეთი მასალა რამდენ საფეხურს გადის იქამდე, ვიდრე ეთერში გავა, არც ერთ ეტაპზე არ გაგიჩნდათ კითხვა იმაზე, რომ კარგია თუ არა? როგორც ჩანს არა, შესაბამისად მოჰყვა ის, რაც მოჰყვა.

8. არავისთვის კარგი არ გაგიკეთებიათ ამ ვიდეოს შექმნით!

და ამ კუინსი ჯონსის ჩინურ პატენტებს შეეშვით!”