15 აპრილი, 2020

გია როინიშვილის გაფრთხილება

გია როინიშვილის გაფრთხილებამსახიობი გია როინიშვილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს:

“უმძიმესი მდგომარეობაა საქართველოში და მთელ მსოფლიოში! საქართველო უნდა გადარჩეს! საქართველოს მოქალაქეები უნდა გადარჩნენ!

დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ექიმებს და დავრჩეთ შინ! დღეს ეს ერთადერთი, გადარჩენის საშუალებაა!
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღეს მთელი საქართველო ტაძარია, ყველა ადამიანი ატარებს ღმერთს თავის გულში და გონებაში! ტაძარი არასოდეს დაიხურება!

აღდგომის ღამეს ავანთოთ სანთლები და გამოვიდეთ აივნებზე! ვილოცოთ ჩვენი სულებისთვის! ჩვენ მივაწვდენთ ხმას ჩვენს შემოქმედს! დაგლოცოთ ღმერთმა! დღეგრძელი იყოს საქართველო!”