გია ნიკოლაძის არაჩვეულებრივი მიძღვნა

გია ნიკოლაძის არაჩვეულებრივი მიძღვნამომღერალმა გია ნიკოლაძემ თავისი შემოქმედებით არაერთი მსმენელის გული დაიპყრო.

ამჯერად გიამ და მისმა მეგობრებმა ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა “მიდი, მიდი მოვდივარ” მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსს მიუძღვნეს.

გია ნიკოლაძემ, ზუკა პაპუაშვილმა, პაატა გულიაშვილმა, სანდრო ნიკოლაძემ, გაგა გომართელმა, კახა გრიგალაშვილმა და გია დავითიანმა სიმღერა ერთობლივად შეასრულეს და ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

– შესანიშნავი შვიდეული კოვიდ 19-ის წინააღმდეგ! – ასე უწოდა გია ნიკოლაძემ მეგობრებთან ერთად ჩაწერილ სიმღერას.