4 აპრილი, 2020

გია დანელიას და გია ყანჩელის საიდუმლო

გია დანელიას და გია ყანჩელის საიდუმლორეჟისორ გია დანელიას და კომპოზიტორ გია ყანჩელს სამუდამო მეგობრობის გარდა, ერთი საიდუმლოც აკავშირებდათ.

სიცოცხლის ბოლო წლებში ორივე ავადმყოფობდა, ამიტომ ხშირად ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრებოდნენ.

გია დანელიას ჩაის სმა ძველი საბჭოთა ვერცხლის დასადგამიდან უყვარდა. რეჟისორი ეუბნებოდა მაესტროს:

– მე შენზე უფროსი ვარ, უფრო მალე წავალ და ამიტომ შენ რომ წამოხვალ, ეს ჭიქა უნდა გამოიყოლოო.

კომპოზიტორი პასუხობდა:

– მერე როგორ მოგძებნოო.

– მარცხნივ არ ქნა, მარჯვნივ გადმოუხვიეო, – ეუბნებოდა გია დანელია.

მეგობრების საიდუმლო რეჟისორის სიკვდილის მერე გაცხადდა – გია ყანჩელმა მართლაც მიიღო მოსკოვიდან გამოგზავნილი „წასაღები ნივთი“.