გალაკტიონ ტაბიძის წინასწარმეტყველება

გალაკტიონ ტაბიძის წინასწარმეტყველებაქართული პოეზიის ბრილიანტის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში ბევრი ლექსია ისეთი, რომელიც თითქოს გასულ საუკუნეში კი არა, ახლა ამ დროში დაიწერა:

“თბილისს სძინავს მძიმე ძილით,
მხოლოდ მტკვარი ხმაურობს,
ვარსკვლავების თეთრი თრთვილით
ქარს სურს გვამოგზაუროს.
და ჭრიჭინა ჰაერს ბზარავს.
მკათათვეა. ლანდები.
არც ვოცნებობ, არც არავის
ზრუნვას ვუგვიანდები.
სულში კოშკი არ შენდება.
ახლა აღარც ღმერთია,
საცა არის გათენდება:
ყველაფერი ერთია.”