18 აპრილი, 2020

დავით არჩვაძის ულამაზესი სიმღერა

დავით არჩვაძის ულამაზესი სიმღერამომღერალმა და კომპოზიტორმა დავით არჩვაძემ თავის ერთგულ მსმენელს ჯგუფ “ნიუტონთან” ერთად ახალი სიმღერა შესთავაზა.

სიმღერა მამა პეტრე (კვარაცხელიას) ცნობილ ლექსზე “პეტრე” შექმნა:

“მე მოვედი, მაპატიე ღალატი,
მაპატიე, მაპატიე ყოველი,
ჰე, უფალო, დამიფარე მარადის,
ვიტანჯები შენი უარმყოფელი.
რაც კი მქონდა გავატანე ქარებს და,
ცოდვით ვსვარე სამოსელი პირველი,
მიყრდნობილი ვტირი, საყდრის კარებთან,
მინდა ვიყო სინანულის მწირველი.
მე მოვედი, დაკარგული კრავი და,
ხეტიალით მტკივა სუსტი მუხლები,
რაც მომეცი, ყველაფერი ცავიდა,
და არ დამრჩა მცნება ხელებუხლები.
მე მოვედი და ისე ვარ დაღლილი,
ჰე უფალო, მაპატიე ყოველი,
შენს წინ ვდგავარ ახლა თვალებდახრილი,
მე პეტრე ვარ, შენი უარმყოფელი…”