7 აპრილი, 2020

დაუმსახურებელი უყურადღებობა კოტე თოლორდავას

დაუმსახურებელი უყურადღებობა კოტე თოლორდავას34 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური აცხადებს, რომ უკვე 5 წელია ელოდება თბილისის მერიისგან დანაპირების შესრულებას – მსახიობის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსებას:

“აქ ცხოვრობდა ნიჭის, ადამიანობის და სიყვარულის ვეებერთელა გული – სახელად კოტე თოლორდავა!

თავის დროზე, 2015-ში, ქალაქის მერი დამპირდა, რომ აქ მისი მემორიალური დაფა იქნებოდა!

წლიდან წლამდე ვიღებდით ამ დანაპირებს! დავრბოდი საბუთებით, მსახიობების, მეგობრების და საზოგადო მოღვაწეების ხელმოწერებით… წინ და უკან..

ბოლოს, კოტეს დედის გარდაცვალებამდე უკანასკნელად ვითხოვე, მოგვესწრო, ვინაიდან ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო…

…და აჰა… 5 წელიც გავიდა…

იმედია, 13 მაისამდე (კოტეს დაბადების დღემდე) მის საყვარელ სახლთან, ყველასთვის საყვარელი ბიჭის სახელს და გვარს ამოვიკითხავთ!

თბილისის მერია – მოტანილია ყველაფერი, ფოტომონტაჟის ჩათვლით…

ამ სახლში ცხოვრობდა
კ ო ტ ე თ ო ლ ო რ დ ა ვ ა

ქართული თეატრის და კინოს გამორჩეული არტისტი, საქართველოს, ამერიკის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიის არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი ტიტულით – საუკეთესო მსახიობი მამაკაცი!

არ მეგულება ქართველი, ვისაც ეს ამბავი ჩვენსავით არ გაახარებს! ამიტომ მაქვს უდიდესი იმედი, რომ მის პატივსაცემად ერთ პაწაწინა მემორიალს გაიმეტებს ქვეყანა, რომელსაც გულის ჯიბით ატარებდა 34 წელიწადი!”