16 აპრილი, 2020

დაუჯერეთ ნანა ცინცაძეს

დაუჯერეთ ნანა ცინცაძესალბათ ბევრმა არ იცის, რომ პოეტი ნანა ცინცაძე პროფესიით ექიმია. იგი ამ ძნელბედობის ჟამს თითოთეულ მოქალაქეს თავისი პროფესიიდან გამომდინარე თხოვნით მიმართავს:

“არ ვიცოდი ამდენი სწორხაზოვანი ადამიანი თუ იყო ჩემს სამშობლოში…

დამერწმუნეთ, ქრისტეს სიყვარული და თაყვანისცემა შენს საკუთარ სახლში, სალიცავ კუთხეში ლოცვისას ზუსტად ისე შეგიძლია, როგორც ტაძარში. აქ მთავარი გული და რწმენაა… “არ გამოსცადო უფალი შენი” – იესოს ამ სიტყვებით მინდა მოვუწოდო ყველას, დავრჩეთ სახლში და იქ ავუნთოთ სიყვარულის სანთლები უფალს.

ლიტურგიას ვუყუროთ ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ ვიგრძნოთ ის სიხარული, რაც უფლის აღდგომას ახლავს. ამავდროულად გადავარჩინოთ ჩვენი, საკუთარი და სულიერი და-ძმების სიცოცხლე.

ეს არის ჩემი, როგორც ექიმის და როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანის მოწოდება ამ ძნელბედობის ჟამს.”