17 აპრილი, 2020

ჩარლი ჩაპლინის შეუფასებელი ჟესტი აკაკი ხორავას

ჩარლი ჩაპლინის შეუფასებელი ჟესტი აკაკი ხორავასგენიალური მსახიობი, რეჟისორი და კომპოზიტორი ჩარლი ჩაპლინი ქართველი მსახიობით აკაკი ხორავათი აღტაცებული დარჩა.

ცნობილია, რომ აკაკი ხორავას მიერ განსახიერებული ოტელო უილიამ შექსპირის „ოტელოდან“ საბჭოთა და მსოფლიო სამსახიობო ხელოვნების შედევრად არის მიჩნეული. 1937 წელს მსოფლიო შექსპიროლოგიამ ქართველი მსახიობის ნამუშევარი ნამდვილ შექსპირისეულ სახედ აღიარა.

როდესაც აკაკი ხორავა 1949 წელს ლონდონში შექსპირის ფესტივალზე მიიწვიეს, მან „ოტელოდან“ მონოლოგი წაიკითხა. დარბაზში სამარისებური სიჩუმე იდგა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ქართველმა მსახიობმა მონოლოგი ცუდად შეასრულა.

აკაკი ხორავა ყვებოდა, რომ გაოგნებული იდგა და ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. უცებ კომისიის თავმჯდომარე ჩარლი ჩაპლინი წამოდგა, ასანთი აიღო, გაჰკრა და აანთო. მას ჟიურის დანარჩენმა წევრებმა და დარბაზმაც მიბაძეს. ქართველმა მსახიობმა მოგვიანებით შეიტყო, რომ ეს ჟესტი მათი შეფასების უმაღლესი გამოხატულება იყო.