15 აპრილი, 2020

ბესიკ ხარანაული პანდემიაზე

მოუსმინეთ ბესიკ ხარანაულსპოეტი და მწერალი ბესიკ ხარანაული მსოფლიოში არსებულ პანდემიას ჩანაწერით „პანდემიის დროის ფრაგმენტები“ ეხმაურება:

“მე მგონია, რომ ეს ახალი მსოფლიო პანდემია უხილავ ვირუსისა,
კაცისთვის ფანჯარაა ახალი დროისა,
რომელსაც, ხამს, პირველი მიეგებოს პოეტი.”

„ძნელი წარმოსადგენია, ერთ ადგილას კაცმა რომ მნახოს, არადა მაწყდებიან დედამიწის მიწების ხალხები – ვინ ხმელეთით, ვინ ზღვით, ვინ ცის აირით: ძნელი არის ჩემი პოვნა, რაკი ჭოკიც მაქვს და მიხმობენ მშობელი დედებიც ჩემი მიწისა, ძნელი არის ჩემი მისამართი: „ოკუპანტის სამხრეთი მიწა“ – ასე ყველა მომძებნის, რადგან ერთია ოკუპანტი დედამიწაზე და სახელიც სადარი ჰქვია – ოკუპანტი!“