22 აპრილი, 2020

არაჩვეულებრივი იდეა გიორგი უშიკიშვილისგან

არაჩვეულებრივი იდეა გიორგი უშიკიშვილისგანმომღერალ გიორგი უშიკიშვილს არაჩვეულებრივი იდეა ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებს:

“მეგობარმა მომაწოდა ასეთი იდეა, რომ ყოველ დღეს ერთი სიმღერის ვიდეო გაკვეთილი ჩავწერო და დავდო აქ, ჩემს გვერდზე (შევეცადოთ კვირაში 3 სიმღერა მაინც ვისწავლოთ).

ასე რომ, ხვალიდან ყოველ დღე დავდებ ვიდეო გაკვეთილს და ვისაც გაქვთ სურვილი, ან თუ გინდათ თქვენმა შვილმა შეისწავლოს ქართული ხალხური სიმღერა, იქნებ გამოგადგეთ ჩემი ვიდეო გაკვეთილები.

მოკლედ, სანამ დრო გვაქვს და სახლში ვართ, იქნებ გამოვიყენოთ ეს პერიოდი და შევისწავლოთ რამოდენიმე ხალხური სიმღერა. კორონა რომ გადაივლის, გავაკეთოთ ერთი დიდი შეხვედრა და ყველამ ერთად ვიმღეროთ!”