13 აპრილი, 2020

ანდრეა ბოჩელის განსაკუთრებული კონცერტი

ანდრეა ბოჩელის განსაკუთრებული კონცერტი იტალიელმა ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ თავის კარიერაში განსაკუთრებული  კონცერტი ჩაატარა. მის სააღდგომო საღამოს არც ერთი მაყურებელი არ დასწრებია. მომღერალმა მილანის ცარიელ საკათედრო ტაძარში იმღერა.

კორონავირუსის გამო, კონცერტის ნახვა ნებისმიერ მსურველს მხოლოდ ინტერნეტით შეეძლო.

„Music for Hope“ – ასე ეწოდა კონცერტს, რომელსაც მილანის დუომოს ტაძარმა უმასპინძლა და მას 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.