ალექსანდრე ლორთქიფანიძის საოცარი აღმოჩენა

ალექსანდრე ლორთქიფანიძის საოცარი აღმოჩენა“წიგნების თაროს” წამყვანის ალექსანდრე ლორთქიფანიძის მტკიცებით, ქართველების ხასიათის გასაღები ქართულ ანბანშია:

“მე მივხვდი რომ ქართველების ხასიათის გასაღები ჩვენივე ანბანშია:

ყველა საქმეს ვიწყებთ დიდი მონდომებით და დალაგებულად:

ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, კ, ლ, მ, ნ, ო, პ, ჟ, რ, ს, ტ, უ

სადღაც შუა ნაწილის მერე უკვე ვიღლებით, ურთიერთობები გვიფუჭდება, საქმეს ვირთულებთ, სადღაც არასაჭირო ადგილებში ვეკვეხებით, ვურევთ, ვხლართავთ:

ფ, ქ, ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ

და ბოლოს ძალიან რომ დავიღლებით ამ აბურდულობით და გაურკვევლობით, ერთი მაგ საქმის დედაცო ვიძახით, ხელს ავიქნევთ და:

ჰაეეეე!”