23 აპრილი, 2020

აკაკი შანიძის და ივანე ჯავახიშვილის ისტორია

აკაკი შანიძის და ივანე ჯავახიშვილის ისტორიაენათმეცნიერი აკაკი შანიძე და ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი მეგობრები იყვნენ. მათ ქართული მეცნიერებისთვის ფასდაუდებელი შრომა გასწიეს.

აკაკი შანიძის შვილი, მზექალა შანიძე მამასთან და მის მეგობართან დაკავშირებით ასეთ ამბავს იხსენებს:

“მამაჩემი და ბატონი ივანე ერთ საღამოს სახლისკენ მისეირნობდნენ. უცებ საშინელი ჩხუბი ატყდა, შეიკრიბა ხალხი, ამხნევებდნენ, აქეზებდნენ მოჩხუბრებს.

ეს ორი დარბაისელი მეცნიერიც ინტერესით ადევნებდა თვალს. ისინი ერთმა ქურთის ქალმა დაინახა, შევარდა თავის სახლ-სარდაფში, გამოიტანა გაქუცული სავარძელი, დაუდგა ივანეს და უთხრა:

– ბატონო, თქვენ დაბრძანდით და ისე უყურეთო…

მამა სიცილით ამბობდა, ჩემთვის სკამიც არ მოუტანია, რითი მჯობია ახლა მე ივანეო.”