აღმაშფოთებელი სიცრუე ქვემო ქართლზე

აღმაშფოთებელი სიცრუე ქვემო ქართლზეისტორიკოსი გიორგი კალანდია ავრცელებს ინფორმაციას ქვემო ქართლზე, რომელიც რუსულ ვიკიპედიაშია გავრცელებული:

“რუსულ ვიკიპედიაში ისეთი საზიზღრობები და აღმაშფოთებელი სიცრუეები წერია ქვემო ქართლზე, რომ გაოგნებული ვარ!

ამ დროს ჩვენი მოსახლეობის ნაწილი გულში მჯიღს იცემს და, უფრო უარესიც, რასისტული გამოხტომებითაა დაკავებული, მაშინ როცა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალის ასახვევად, აი, ასეთ სერიოზულ საინფორმაციო ომს აწარმოებენ.

აბა, ნახეთ რამხელა სქოლიოა, როგორი რუკებია გამოყენებული, როგორი სქემებია! ჩვენ რას ვშვრებით ამ დროს ქართველები?! დროშებით და დრონებით მივდივართ საზღვართან და ვყვირივართ, ვბღავივართ, სანთლებს ვანთებთ, ვლოცულობთ და ვქვითინებთ, მერე კი აქ სოციალურ ქსელში შხამსა და ღვარძლს ვანთხევთ!

მეორე მხარე კი მუშაობს, მუშაობს გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, გონივრულად! სად არიან პატრიოტები, არასამთავრობოები, არ ვიცი ჰაკერები თუ სტუდენტები! სამშობლოს სიყვარული მარტო ლამაზი ლექსების წარმოთქმა, ან მოხდენილი სადღეგრძელოების ჩაწერა არაა, სამშობლოს სიყვარული კიდე საქმეა. რა მოხდება ამ იზოლაციისა და კარანტინის პერიოდში ერთი ან ორი ჯგუფი რომ შეიქმნას, რომელიც რუსულ და ინგლისურ ენებზე შექმნის სათანადო სტატიებს და ვიკიპედიაში განათავსებს!

ქართული ვიკიპედია ბევრ საშვილიშვილო და კარგ საქმეს აკეთებს, ახლა საჭიროა უცხოენოვანი მხარის გაძლიერება! აბა, ნახეთ ეს სტატიები, რას უშვრებიან ამ ჩვენს საწყალ ქვეყანას: Территориальные разногласия Грузии с соседними странами. Georgian Orthodox Church in Armenia. Мхаргрдзели. Борчалы…”

აღმაშფოთებელი სიცრუე ქვემო ქართლზე

აღმაშფოთებელი სიცრუე ქვემო ქართლზე

აღმაშფოთებელი სიცრუე ქვემო ქართლზე