22 აპრილი, 2020

აჩიკო ნიჟარაძის სამართლიანი მოთხოვნა

აჩიკო ნიჟარაძის სამართლიანი მოთხოვნამომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სრულიად სამართლიანად ითხოვს, რომ ადამიანებს საპენსიო დანაზოგები დაუბრუნდეთ:

“დაუბრუნდეს საპენსიო დანაზოგები ადამიანებს. ის თანხები, რომელიც ჩვენი ხელფასებიდან იჭრებოდა 2-3 წლის განმავლობაში. რამდენად რეალურია არ ვიცი, თუმცა კარგი იქნებოდა.

ეს დანაზოგები დაგვეხმარება ადამიანებს, რომლებმაც დავკარგეთ სამსახურები, გადავიტანოთ სამი თვე მაინც. სანამ არ აღდგება სამსახურების მუშაობა ნორმალურად. ეს არის ჩემი აზრით, სწორი მიდგომა!

ამის გარდა, დროულად უნდა გაიცეს დახმარება თითოეულ ადამიანზე, რომ თვიდან თვემდე არ დაგვეხოცოს ხალხი მშიერი. ეს ეხება როგორც პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს და ასევე სამსახური ვინც დაკარგა ყველა ადამიანს. ადამიანი, რომელიც მუშაობდა და დღეს დაკარგა სამუშაო, ჰყავს რამოდენინე ოჯახის წევრი და არც დანაზოგი არ გააჩნია, დამერწმუნეთ, ასეთი ბევრია, ანალოგიურად უნდა მიიღოს ფულადი დახმარება!”