4 მარტი, 2020

ზურა ყიფშიძის განსაკუთრებული მოგონება

ზურა ყიფშიძის განსაკუთრებული მოგონებამსახიობ ზურა ყიფშიძის ცხოვრებაში არის დღეები, რომლებიც მისთვის ყველაზე მეტად ძვირფასია და მოგონებების სკივრშიც საპატიო ადგილი უკავიათ.

ყველაზე ძვირფასი მოგონებები მსახიობისთვის მაინც დედასთან ელენე ყიფშიძესთან არის დაკავშირებული. როგორც ყველა მსახიობის შვილს, მასაც დედა მუდმივად ენატრებოდა:

“დედაჩემს სულ სპექტაკლები, რეპეტიციები, გასტროლები ჰქონდა და ეს არასდროს სრულდებოდა.

პირადი ცხოვრებაც არ ჰქონდა დალაგებული – ძირითადად, არეულ-დარეული, ამიტომ დეიდები მივლიდნენ, ასე მეუბნებოდნენ, სამი დედა გყავსო. ისინიც მუშაობდნენ, ერთი უნივერსიტეტში ფიზიკას ასწავლიდა, მეორე ინგლისურს – სკოლაში. მეტწილად ბებიასთან ვიყავი, ბებია ნახევრად პოლონელი, ნახევრად “კაზაჩკა” რუსი იყო. ამიტომ სკოლაში რომ წავედი, ქართული საერთოდ არ ვიცოდი.

დედაჩემს ყველაზე ნაკლებად მიუძღოდა წვილი ჩემს გაზრდაში, მაგრამ ეს სულაღ არ მაღელვებდა, მაინც ყველაზე მეტად დედა მიყვარდა. ეს აღიზიანებდათ “ზოგ-ზოგიერთებს”, იყო ერთი ეჭვიანობა:…ბიჭს უყვარს დედა სიგიჟემდე, ყველაფერი თითქოს კარგადაა, მაგრამ განიცდის უმამობას, ნაცნობ-უცნობების ალმაცერ მზერას და დამოკიდებულებას. პატარა ხელებით იმკის დედის თამამი ნაბიჯის შედეგს. საზოგადოებას ჯერც სისხლში აქვს გამჯდარი რომ ბავშვი “ზაქსში” ხელმოწერის შემდეგ უნდა გაჩნდეს.

ეს იყო სასწაული პრესი, ფაქტიურად ნაბიჭვრად მთვლიდნენ. ამას ჩემებურად განვიცდიდი, მაგრამ შინაგანად ვიცოდი და მჯეროდა კიდეც, ინტიუციით ვგრძნობდი რომ დედაჩემი მართალი იყო თავის ცხოვრებაში და სწორად ცხოვრობდა. მაღიზიანებდა და კონფლიქტი მქონდა საზოგადოებასთან და არა დედაჩემთან. ის კი არა, რამდენიმე წელი მის მეუღლესთან – ბონდო მაჭავარიანთან ერთად ვცხოვრობდი კიდეც, იმიტომ რომ ეს დედას უნდოდა.”