20 მარტი, 2020

თამაზ ჭეიშვილი – სიმართლის თქმის დროა!

თამაზ ჭეიშვილი - სიმართლის თქმის დროა!მწერალი თამაზ ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, როდესაც სიმართლე აუცილებლად უნდა ითქვას:

“კარტების” გახსნის და სიმართლის თქმის აუცილებლობა და დროა!

ეს პანდემია, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო (მონტე ნეგროს გარდა), არის მესამე მსოფლიო ომი, საბრძოლო იარაღის გამოყენებით და ეს იარაღი გახლავთ კორონა ვირუსი – “COVID -19″-ის კოდური სახელწოდებით!

ოფიციალურად, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო სარაევოში პრინც ფრანც ფერდინანდის მკვლელობით! მიზეზი იყო ფერდინანდის მკვლელობა, თორემ სხვანაირად მოახერებდნენ ამას, ვისაც ომის დაწყება უნდოდა!

მეორე მსოფლიო ომი პირველი მსოფლიო ომის დამთავრებიდან რაღაც ოც წელიწადში გაჩაღდა, ანუ კაცობრიობას არაფერი ასწავლა იმ პირველმა! გამოითვალეთ რამდენი წელი გავიდა 1945 წლის გაზაფხულის შემდეგ!

ფაქტია,რომ ამ რვა ათეული წლის განმავლობაში ,,აგრესორები” უფრო ჭკვიანები და მეთოდურად დახვეწილები გახდნენ! რა არის ომი? ,,ომი არის პოლიტიკის გაგრძელება, იარაღის გამოყენებით” – ოფიციალურად ასეა განმარტებული, მაგრამ ომი ბიზნესია, რადგან ამ პროცესის დროს დიდი ფული კეთდება!

ამ ომს, რომელიც ეხლა მოგვახვიეს თავს, ისევე როგორც ნებისმიერ მოვლენას, თავისი მიზეზები გააჩნია, ეკონომიკური სარჩული უდევს!

სავარაუდოდ, “ვიღაცამ” ჩინეთის ეკონომიკის დანგრევა განიზრახა! მოაჯდა ეს ორ მილიარდიანი ქვეყანა მსოფლიოს და ყველაფრის წარმოება დაიწყო, ურთულესი კოსმოსური ტექნიკით დაწყებული, პრეზერვატივებით დამთავრებული! გაბრაზდნენ ,,ტრილიონერები” და ,,შეაგდეს” საგანგებოდ ,,გაწვრთნილი” ვირუსი ჩინეთში!

ორ კვირაში ,,აფეთქდა” ჩინური ,,ეკომომიკური სამოთხე”! როგორც ,,მაღალი” იტყოდა ,,ჩამოიშალა” არა მარტო ეკონომიკა, მრეწველობაც განადგურდა! ჩინელებს ძალინ ცოტა სჭირდებათ! უპრეტენზიო ხალხია! ჩინელი კმაყოფილდება სულ მცირედით: ერთი საწოლი, ერთი კოვზი, თეფში და ჭიქა! კიდევ, პატარა ტელევიზორი! შეუძლია საერთოდ ხის ქვეშ დაწვეს დასაძინებლად, საბნად ცელოფანის ნაჭერი და ბალიშად ქვა გამოიყენოს! შენ თუ ,,10დოლარად” აწარმოებ და ყიდი ,,ჩაიდანს”, ჩინელი იგივე, ცოტა დაბალი ხარისხის ჩაიდანს ,,1 დოლარად” გაყიდის! რასაკვირველია, მყიდველი ჩინელთან წავა!

არის მეორე ვერსია, რის შესახებაც თამამად საუბრობენ ექსპერტები, რომ ეს თვითონ ჩინელების მიერ გათამაშებული ეკომომიკური კომბინაციაა, აქციებთან დაკავშირებით! თუ ასეა, “ვიწროთვალებიანები” უფრო ჭკვინები ყოფილან, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო!

ეხლა მთავრს მივადექით! ყველას თავისი გაჭირვებია! ჩვენ, ქართველებს იმ საქართველოს დარდი გვაქვს, ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე რომ შეიქმნა და 21 საუკუნემდე მოაღწია! გაქრნენ შუმერები, აქადები, ლათინები! მორალურად და ზნეობრივად წახდა ეგვიპტე, რომი, საბერძნეთი, მაგრამ ჩვენ მოვედით და ვართ დღეს!

გაგიკვირდებათ და ამ ასზე მეტი ქვეყნიდან, ყველზე დაცული ქართველები ვართ იმიტომ, რომ უფლის წყალობით და ნებით, გვყავს მსოფლიო დონის გენიოსი ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები! ამ ჩვენ ექიმებს ეკითხებიან ჭკუას ამერიკელები, იაპონელები… რა ვიცი, ყველა! ეს ექიმები არიან ბაქტერიოლოგიური ომის ფრონტის წინა ხაზის მებრძოლები და 26 თებერვლიდან დღემდე, თუ მხოლოდ 38 დაინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი არ არის (ჯვარი აქაურობას) მათი და მხოლოდ მათი დამსახურებაა!

ამ სტრიქონებს ვბეჭდავ თვითიზიოლაციიდან! არა, არაფერი გვჭირს მე და ლენას, უბრალოდ 71 წლის ვართ და მთავრობის რეკონდაციებს ვასრულებთ, თვითიზოლაციაში იყავითო, ხომ გაგვაფრთხილეს!… და ვართ ასე! ვკითხულობთ, ვხატავთ, ვწერთ, ვვარჯიშობთ…

ძმებო, დებო, შვილებო და შვილიშვილებო! ქართველებო და არაქართველებო! ხელი შეუწყეთ ჩვენს სათაყვანებელ ექიმებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ისევ ჩვენი ჯანმრთელობისთვის იბრძვიან! იბრძვიან, რომ გადავრჩეთ!

რა მოგველის? მეფე სოლომონის ბეჭედზე ეწერა – “ესეც გაივლის!” ორი სიტყვისგან შემდგარი ჭეშმარიტება ისტორიამ შემოგვინახა და არც დღეს დაუკარგავს აქტუალურობა! ესეც გაივლის, რა თქმა უნდა! ყველაფერი ჩვენს ხელშია! ღმერთი იყოს საქართველოს და ქართველი ექიმების მფარველი!ამინ!

P.S. რა თქმა უნდა, დიდ მოგებას ნახავენ აფთიაქები… მთელ მსოფლიოში!”