13 მარტი, 2020

საუკეთესო გამხნევება კორონავირუსით შეშინებულებისთვის

საუკეთესო გამხნევება კორონავირუსით შეშინებულებისთვისახალგაზრდა ქართველი მომღერლები გვანცა აბურჯანია და ნინო წულუკიძე იტალიის წითელი ზონიდან კორონავირუსს გამოექცნენ, თუმცა საქართველოში ჩამოსულები კარანტინში აღმოჩნდნენ.

გოგონებმა ერთმანეთის და კარანტინში მყოფი ყველა ქართველის გასამხნევებლად ბიძინა კვერნაძის “შემოდგომის ყვავილებს” იმღერეს და ათასობით ადამიანის მოწონებაც დაიმსახურეს:

“გამოვექეცით კორონას ციებ-ცხელებას, გამოვაღწიეთ იტალიის წითელი ზონიდან, ჩამოვფრინდით საქართველოში, მოვხვდით კარანტინში, თუმცა გულს მაინც ემღერება… ასე ვებრძვით ეპიდემიას.”