13 მარტი, 2020

სასიამოვნო სიახლე მიშა გომიაშვილისგან

სასიამოვნო სიახლე მიშა გომიაშვილისგანმსახიობი მიშა გომიაშვილი თავის ერთგულ გულშემატკივარს ყოველთვის ანებივრებს სასიამოვნო სიახლეებით.

ამჯერად მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ახალ კომედიაში. რეჟისორ ევგენი შელიაკინის ფილმს “ჰეფი ენდი”  (ბედნიერი დასასრული) ჰქვია და რუსეთის და ტაილანდის ერთობლივი ნამუშევარია.

მიშა გომიაშვილი ფილმში მთავარ როლს ასრულებს. მისი გმირი ტაილანდის ერთ-ერთ სანაპიროზე მოდის გონს და არ ახსოვს არც თავისი სახელი, არც მიზეზი, რისთვის აღმოჩნდა ასე შორს სახლიდან.

როგორც შემოქმედებითი ჯგუფი ირწმუნება, საინტერესოდ და ორიგინალურად განვითარებული ისტორიით მაყურებელი კარგად გაერთობა.

ფილმის პრემიერა რუსეთში 14 მაისს გაიმართება.