4 მარტი, 2020

სასიამოვნო სიახლე მერაბ ნინიძისგან

სასიამოვნო სიახლე მერაბ ნინიძისგანმსახიობი მერაბ ნინიძე აქტიურად მუშაობს და თავის გულშემატკივრებს სიახლეებით მუდმივად ანებივრებს.

ქართველმა ხელოვანმა მონაწილეობა მიიღო Netflix-ის ახალ სერიალში სახელწოდებით Freud. რეჟისორ მარვინ კრენის მიერ გადაღებული სერიალი ფსიქოანალიზის ფუძემდებელის ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრებას ეძღვნება. ახალგაზრდა ფროიდი 1980 წელს ვენაში მომხდარ მკვლელობას იძიებს.

მერაბ ნინიძე სერიალში ახალგაზრდა ფსიქოანალიტიკოსის მასწავლებლის როლს ასრულებს.

ავსტრიის, გერმანიისა და ჩეხეთის ერთობლივი ნამუშევრის პრემიერა ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.