24 მარტი, 2020

საბა საფარელს სამშობლოში არ აბრუნებენ

საბა საფარელს სამშობლოში არ აბრუნებენმომღერალ საბა საფარელს და მის მოხეტიალე მუსიკოსებს სამშობლოში არ აბრუნებენ.

მომღერლის განცხადებით, იგი ათენში საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობისთვის ჩავიდა და მიუხედავად იმისა, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთები აქვს, სამშობლოში ვერ ბრუნდება:

“მოხეტიალე მუსიკოსები 29 თებერვალს საქველმოქმედო საღამოსთვის ჩამოვედით ათენში და 21 მარტს უნდა გამოვფრენილიყავით უკან. ბილეთები შეძენილი გვაქვს.

გვჭირდება სამშობლოში დაბრუნება. გვესმის, რომ ფრენები შეწყვეტილია, რომ ობიექტური მიზეზების გამო გაუქმდა ჩვენი ფრენა, მაგრამ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ უკან.

მივმართეთ სათანადო დაწესებულებას და ამის შემდგომ ჩვენ მოგვცეს პირობა, რომ სპეცრეისის დროს პირველები ჩვენ შევიდოდით თვითმფრინავში და დავბრუნდებოდით სამშობლოში.

პირობა არ სრულდება და მეუნებიან, რომ ვერ გავფრინდები ხვალ და აპრილის რაღაც რიცხვებს უნდა დაველოდო. ძალიან გთხოვთ, ვინც პატივს მცემს, ვინც შედის ჩემს მდგომარეობაში, დამეხმარეთ, იქნება ვიღაცამდე მივიდეს ეს ინფორმაცია, რომ შინაპატიმრობაში ვარ ათენში და არანაირი საჭიროება არ არის, რომ ვიყო აქ, მჭირდება სამშობლოში დაბრუნება უსწრაფესად.

პ.ს. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მისცემთ ჩემს განცხადებას სხვა ტონს და აზრს, არანაირად არაა არავინ დამნაშავე იმაში, რომ ვერა და ვერ დავბრუნდით სამშობლოში და, მით უფრო, დაუშვებელია ხელის გაშვერა სრულიად უდანაშაულო ადამიანისკენ – ორგანიზატორი არაფერ შუაშია ამ ყველაფერთან და ეს არც არასოდეს წამომცდება!

ესეც ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება!”