18 მარტი, 2020

ოლღა გურამიშვილის საიდუმლო წერილი

ოლღა გურამიშვილის საიდუმლო წერილიალბათ ბევრმა არ იცის, რომ ილია ჭავჭავაძის მეუღლემ ოლღა ურამიშვილმა საიდუმლო წერილი მისწერა ბრიტანელ სწავლულს და მთარგმნელს მარჯორი უორდროპს. მარჯორიმ საქართველოში იმოგზაურა, შეისწავლა ქართული ენა და თარგმნა ილია ჭავჭავაძის “განდეგილი”.

ოლღა და მარჯორი მეგობრობდნენ, ისინი ერთმანეთს წერილებსაც სწერდნენ. მათი მიმოწერის ერთ-ერთი საიდუმლო წერილი გურამ შარაძემ ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა.
საუბარია ოლღა გურამიშვილის ცნობილ თხოვნაზე ილიას მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც 1908 წლის 13 დეკემბერს გაზეთ ,,დროებაში“ დაიბეჭდა:

“მე ღრმად მწამს, რომ დღეს ჩემი ქმარი რომ ცოცხალი იყოს, შეუნდობდა იმათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი, თავის უბედურ, გზააბნეულ ცხვრებად მიიჩნევდა…”

ოლღა გურამიშვილის თხოვნა, რასაკვირველია, არავინ გაითვალისწინა და ილიას მკვლელები მაინც დასაჯეს – ისინი ჩამოახრჩვეს.

სწორედ ამ თხოვნის გამოქვეყნებიდან მალევე ილია ჭავჭავაძის მეუღლემ საიდუმლო წერილი მისწერა მარჯორი უორდროპს:

,,რაც შეეხება ჩემს წიგნს – შეწყალების წერილს, გარემოებამ მიხელმძღვანელა მეთხოვა პატიება. წერილით სავსებით ვერ გაგაგებინებთ და თუ ღმერთი მაღირსებს თქვენს ნახვას, მაშინ ყველაფერს თქვენ თვითონ გაითვალიწინებთ.“

გურამ შარაძე ამ წერილთან დაკავშირებით წერდა:

“ოლღას მიერ ილიას მკვლელთა შეწყალება გამოწვეული ყოფილა მკვლელობის ორგანიზატორთაგან მისი დაშინებითა და იძულებით. ეს დამშინებლები რომ მეფის ,,ოხრანკა“ არ იყო, გასაგებია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ილიას მკვლელებს მეფის მთავრობა შეიწყალებდა და არ ჩამოახრჩობდა.”

ოლღა გურამიშვილი და მარჯორი უორდროპი ერთმანეთს ვერ შეხვდნენ. ილია ჭავჭავაძის ქვრივმა ვერ მოასწრო თავისი საიდუმლო გაემხილა ერთგული მეგობრისთვის, რომელსაც დასაც კი უწოდებდა, რადგან მარჯორი იმავე წელს გარდაიცვალა.