17 მარტი, 2020

ნიკოლოზ რაჭველის სამაგალითო საქციელი

მადლი უფლისა გიმრავლდეს, მადლობა თანადგომისთვის ნიკოლოზ!"ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელისა და დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის საქციელი თითოეული ჩვენგანისთვის ნამდვილად სამაგალითო უნდა გახდეს.

მან ბერი ანდრიას ფონდს, სადაც ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვები ცხოვრობენ, სოლიდური თანხა ჩაუტრიცხა:

“ყველასთვის საყვარელი ქართველი მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი; საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩი ნიკოლოზ რაჭველი არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ ჩვენი, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებს.

ამჯერადაც, მსოფლიო ძნელბედობის ჟამს, როცა ფონდი კარანტინის რეჟიმში აგრძელებს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვას, ჩვენმა ერთგულმა მეგობარმა დროული მატერიალური დახმარება გაგვიწია, გარკვეული თანხა /2169.00 GEL ID:412681897 16/03/2020 / ჩაგვირიცხა ფონდის ანგარიშზე!

მადლი უფლისა გიმრავლდეს, მადლობა თანადგომისთვის, ნიკოლოზ!”