16 მარტი, 2020

ნიკა ჩერქეზიშვილი – ეს ვირუსი მკვეთრი სიგნალია

ნიკა ჩერქეზიშვილი - ეს ვირუსი მკვეთრი სიგნალიაპოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს ვირუსი მკვეთრი სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის და თითოეული ადამიანი ამაზე კარგად უნდა დავფიქრდეთ:

“ერთ-ერთ იტალიურ გვერდზე ვნახე და ჩემებურად გადმოვაქართულე, რადგან ამ ტექსტში გაჟღერებულ ბევრ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები:

ყოველთვის ასე ხდება, როცა ადამიანი ზღვარს გადადის და დედამიწას საფრთხე ექმნება, კოსმოსი ავტომატურ რეჟიმში იწყებს დარღვეული კანონზომიერებების აღდგენას.

ანომალიებითა და პარადოქსებით გაჟღენთილი ყოველდღიურობა, იძულებელს გვხდის – დავფიქრდეთ…

ახლაც რაღაც მსგავსი ხდება: ყველაფერი, რასაც ეკოლოგიური კატასტროფისკენ მივყავართ, ჩერდება.

უდიდესი ეკომონიკის ქვეყნები თვითიზოლაციაში შედიან, გარემოს ნაკლებად აბინძურებენ, ჰაერი სუფთავდება და მართალია, ნიღბებით, მაგრამ უკეთესად ვსუნთქავთ.

ადამიანები ვხდებით ექსპერიმენტის მონაწილეები, რომ შესაძლოა, წამის მეასედში მოგვექცნენ დისკრიმინაციულად, გადაგვარჩიონ, იძულებით გამოგვყონ ერთმანეთისგან, ჩაგვკეტონ საზღვრებში.

აზრი არ აქვს, დამნაშავე ხარ თუ არა რამეში.

მნიშვნელობა არ აქვს, თოვლივით თეთრი რომ ხარ და ბიზნეს-კლასით მგზავრობ.

მაინც გამოგკეტავენ!..

ამას აქვს ბევრი დადებითი მხარეც, მშობლები, რომლებიც დღე-ღამის ოცდაოთხი საათიდან შვილებთან მხოლოდ 8 საათს ატარებენ და იმასაც უმეტეს შემთხვევაში – ძილში, უბრუნდებიან საკუთარ პატარებს, ოჯახის წევრები ახლოვდებიან.

სოციალური ქსელების ილუზიურ შემოთავაზებებს ცვლის რეალური ურთიერთობები.

მოკლედ, ეს ვირუსი მკვეთრი სიგნალია, რომ ერთადერთი გამოსავალი სოლიდარობაა, საერთო ინტერესებზე ფიქრი და მათი გათვალისწინება, ერთსულოვნება.

შეგრძნება იმისა, რომ მცირე ხარ, რაღაც უფრო დიდის ნაწილი და თუ ამ დიდს ყოველდღიურად არ მოუვლი და გაუფრთხილდები, შესაძლოა, მომენტალურად დაიღუპო.

პასუხისმგებლობა, რომ შენს ქმედებებზე დამოკიდებულია არა მხოლოდ შენი სიცოცხლე, არამედ შენთვის ძვირფასი ადამიანებისაც და მათ ქმედებებზე დამოკიდებულია შენი არსებობა.

ასე რომ, თუ შევწყვეტთ ფანტომებთან ომს და თვალს გავუსწორებთ ობიექტურ მოცემულობას, თუ დავსვამთ კითხვებს და დავიწყებთ პასუხების ძიებას, შესაძლოა, ის, რაც ახლა ხდება, კარგი გაკვეთილიც აღმოჩნდეს.

ეს ვირუსი არ არის იაფფასიანი, მაღალი ღირებულება აქვს და ეს კარგად უნდა გავიაზროთ.”