13 მარტი, 2020

ნატო გელაშვილის საუკეთესო რჩევა კორონავირუსზე

ნატო გელაშვილის საუკეთესო რჩევა კორონავირუსზემომღერალ ნატო გელაშვილის რჩევა მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსზე ყველასთვის სასარგებლოა:

“მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ნუ ავყვებით და ნუ დავთესავთ პანიკას. მოვიდა ეს განსაცდელი ჩვენს თავს “კორონა ვირუსის სახით”. დავძლევთ და გადავრჩებით. ყველა ერსა და ყველა ადამიანს გააჩნია თავისი იმუნიტეტი.

გავითვალისწინოთ ვირუსის საწინააღმდეგო რეკომენდაციები, გავაძლიეროთ ლოცვები ერთმანეთისთვის და ერის იმუნიტეტის გაძლიერებისათვის. რწმენით გადავრჩებით და ერთმანეთის თანადგომით. არ გაგვიმეტებს უფალი.

ნებისმიერი ექიმის დანიშნულებაც ჩვეულებრივ შემთხვევაშიც ვერაფერს გშველის, თუ რწმენით არ ვღებულობთ დანიშნულებას.

შიშის შეგრძნებას ერთი უცნაურობა აქვს – ცხოვრებაში ყოველთვის ის გაშინებს, რისიც ქვეცნობიერად გეშინია, ამიტომ გავითვალისწინოთ ექიმების რჩევები და ვილოცოთ ერთმანეთისა და მოსული განსაცდელის დასათმენად.”