5 მარტი, 2020

ნატო გელაშვილი – “მოგმართავთ ყველას!”

ნატო გელაშვილი: "მოგმართავთ ყველას!"მომღერალი ნატო გელაშვილი მიმართავს ყველას, ვისთვისაც მისი შემოქმედება ღირებულია:

“ჩემო ძვირფასებო, მოგმართავთ ყველას, დაანონსებულ ჩემი ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით.

მინდა მთელი გულით კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ყველას ჩემს ხალხს უპირველესად ასეთი დაფასებისა და სიყვარულისათვის, რომ მანებივრეთ თქვენი სიყვარულით ამდენი წელი. როცა მეგონა, რომ ყველაფერი დავამთავრე, სწორედ მაშინ ადამიანების, მსმენელის სიყვარული გახდა ლაივმოტივი ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის საწყისისა.

მადლობა თქვენ ყველას. ჩემი ვარსკვალვის გახსნა – ეს დამსახურებულად თქვენი დიდი ლომის წილია და ჩემი თქვენდამი სიყვარულისა და მოფერების ავტოგრაფს მთელი არსებითა და მთელი გულით ამ დღეს ვუტოვებ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ჩემს მსენელს, იმ ადამიანებს, ვინც მანებივრეთ ამდენი წელი თქვენი სიყვარულით. მადლობა ყველას.”