14 მარტი, 2020

მოზარდ მაყურებელთა თეატრის განცხადება

მოზარდ მაყურებელთა თეატრის განცხადებანოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, 1 აპრილამდე წყვეტს სპექტაკლების ჩვენებას:

“თეატრმა გადადო ყველა სპექტაკლი, მათ შორის პრემიერა „ნაცარქექიას თავგადასავალი“, რომელიც უნდა გამართულიყო 24, 25 და 26 მარტს.

სპექტაკლების ჩვენება, სავარაუდოდ, 1 აპრილიდან აღდგება.

შეგახსენებთ, რომ თეატრში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით დამუშავდა სამივე დარბაზი, ფოიე, სპექტაკლებისთვის საჭირო დეკორაცია და რეკვიზიტი,” – ნათქვამია თეატრის ოფიციალურ განცხადებაში.