11 მარტი, 2020

მიშა შეშაბერიძის მიმართვა კარანტინიდან

მიშა შეშაბერიძის მიმართვა კარანტინიდანოპერის მომღერალი მიშა შეშაბერიძე კარანტინშია მოთავსებული.

იგი საქართველოში იტალიიდან სპეც რეისით დაბრუნდა და ამჟამად წყალტუბოში იმყოფება:

“გუშინ ჩამოვფრინდი იტალიიდან საქართველოში სპეც რეისით. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სალეჩოს იტალიაში, თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ყველა სტრუქტურა და სამსახური იყო აბსულუტურ მზადყოფნაში და გამოირჩეოდნენ მომზადების მაღალი ხარისხით.

კარანტინში არის შექმნილი უსაფრთხო გარემო და მიმდინარეობის დაავადების მკაცრი კონტროლი.

მე თავს კარგად ვგრძნობ, არ მაქვს არანაირი ვირუსი, თუმცა რისკ ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგ, ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო მოქალაქეების კარანტინში მოქცევა და დაავადების გავრცელების არ დაშვება.”