7 მარტი, 2020

მიხეილ ზაქარიაშვილს ტელევიზიები არ სწყალობენ

მიხეილ ზაქარიაშვილს ტელევიზიები არ სწყალობენმომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი არ მალავს, რომ წლებია, ტელევიზიები არ სწყალობენ:

“მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია, ტელევიზიები არ მწყალობენ და ძალიან იშვიათად მიწვევენ გადაცემებში, მათთვის გარკვეული და ჩემთვის გაურკვეველი მიზეზთა გამო, მე მაინც ვცოცხლობ, უფრო და უფრო მემატება მსმენელი და ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლები!

ამიტომ მინდა, ჩემს მსმენელს სულით ქართველ და პატრიოტ ადამიანებს ვუთხრა გულითადი, უღრმესი მადლობა ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, ყურადღებისთვის და თანადგომისთვის! მინდა გითხრათ, ჩემო მეგობრებო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო იქნება ყველაზე მაგარი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა დაძაბულობაც მოიხსნება და უფრო მეტად შევიყვარებთ ერთმანეთს, უფრო მეტი ჯანსაღი ურთიერთობებია საჭირო!

მიუხედავად ყველაფრისა, მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში და სიმღერით გულის სიღრმეში მიშვებთ როგორც ახლობელ წესიერ ადამიანს, რომ სითბო დავატრიალო თქვენს კეთილ გულებში, ეს სითბო კი გავრცელდეს ადამიანების გულებში!

მადლობა, რომ ნიკალასავით მარტოსულობისთვის არ მიმეტებთ, მადლობა ყველაფრისთვის. მე არანაირი სხვა დაფასება არ მჭირდება, ჩემთვის მთავარია ღმერთისგან მოცემულ პატარა ჩემს წუთისოფელში ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ჩემს ქვეყანაში და ჩემს ხალხში სიყვარულის გავრცელებაში, რასაც ქართული, გულიანი, მელოდიური სიღერები ჰქვია. მხოლოდ ამის პრეტენზია მაქვს, ეს არის და ეს, მეტს არაფერს ვითხოვ, არ მჭირდება არაფერი, მაკეთებინეთ ჩემი საქმე და მე ბედნიერი ვიქნები. მადლობა!”