7 მარტი, 2020

მადონა ნიკოლეიშვილი: “სანამ ვიცოცხლებ, ვიცოცხლებ…”

მადონა ნიკოლეიშვილი: "სანამ ვიცოცხლებ, ვიცოცხლებ..."მომღერალ მადონა ნიკოლეიშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. თირკმლის უკმარისობის გამო, მას დიალიზზე უწევს სიარული და სრულიად ესმის 22 წლის მარიამ ოთანაძის მდგომარეობა. მარიამის მამამ თავი მოიკლა იმიტომ, რომ შვილს ვერ შველოდა. ნანუკა ჟორჟოლაინის გადაცემაში სტუმრობის შემდეგ კი, გოგონას ბინაც აჩუქეს და სოლიდური თანხაც მოუგროვდა:

“მაინცდამაინც სუიციდით უნდა დაასრულოს ჩემმა რომელიმე მშობელმა სიცოცხლე, რომ ვინმემ მომაქციოს ყურადღება?

გაერთიანდა მთელი ერი და ერთი თირკმლის შესაძენი თანხა ერთ ღამეში შემოვიდა. ეყურებინა მამამისსაც თავისი შვილის გამოჯანმრთელებისთვის, მის მიერ გაღებული მსხვერპლის გარეშე, ხომ ყოფილა შესაძლებელი?

მაგრამ – არა! მაინცდამაინც ასეთი უბედურება უნდა მოხდეს, ერთ მუშტად რომ შევიკრათ, როცა მანამდეც შეიძლება თურმე.
უფალმა დიდხანს მიცოცხლოს ჩემი მშობლები და თუ რომელიმეს მსხვერპლად გაღებაა საჭირო, სულ არ მინდა არავისგან არაფერი, სანამ ვიცოცხლებ, ვიცოცხლებ…

დააყარეს საჩუქრები მარიამს. ვერც ის ბინა ვერ დაუამებს უმამობით გამოწვეულ ტკივილს აწი ამ ბავშვს და ვეღარც თუნდაც ის თირკმელი, რომელიც მამის სიკვდილის ხარჯზე უყიდა ხალხმა!

გმადლობთ… ნახვამდის!”

თუ ვინმეს დახმარების სურვილი გაქვთ,ჩემი პირადი ანგარიშები არის შემდეგი:

თიბისი ბანკი : GE14TB7420845061100058
თიბისი ბანკი : GE 02 TB 74 2084 5064 3000 13 (GEL.USD,EUR)

უღრმესი მადლობა, თითოეულ თქვენგანს დახმარების ხელის გამოწვდისთვის.უფლისა და თქვენი შეწევნით, მჯერა,რომ ყველაფერი კარგად იქნება! უფალმა დაგლოცოთ!