13 მარტი, 2020

კომპეტენტური რეკომენდაციები ლაშა ღლონტისგან

კომპეტენტური რეკომენდაციები ლაშა ღლონტისგანმომღერალი ლაშა ღლონტი თავისი მოქალაქეობრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ოფიციალური და კომპეტენტური რეკომენდაციების გავრცელებას იწყებს:

“ჩემო საყვარელო ხალხო!

ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჩემს პოსტებს ძალიან ბევრი ადამიანი ეცნობა, ვიწყებ ოფიციალური და კომპეტენტური რეკომენდაციების გავრცელებას, რაც აუცილებლად გამოგვადგება!

,,ინფექცია გადამდებია, როცა ხელს სახეზე მიიდებთ. ხელზე არაფერი გადაგედებათ. ხელიდან ვირუსი არ შეიჭრება, მაგრამ ხელით როცა შეეხებით ცხვირს ან თვალს, ვირუსი ორგანიზმში ხვდება. ხელის დაბანა დეზინფიცირების ყველაზე კარგი საშუალებაა, ამიტომ ხელი ხშირად უნდა დავიბანოთ, ვიდრე სახეზე მოვიკიდებთ“, – განმარტა იმნაძემ…

პ.ს. მეგობრებო, ნუ ხართ დაძაბულები, უბრალოდ ძალიან დაპატარავდა მსოფლიო, უამრავი საინფორმაციო საშუალებაა!

ადრე ამაზე გაცილებით უარესი სიტუაციებიც ყოფილა და მედიცინა საერთოდ კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. ამიტომ ნუ ნერვიულობთ.

დღეს უკვე სულ სხვა რეალობაა, უკვე ახალი პრეპარატებიც გადიან გამოცდას. მართალია ბევრგან წამოყო თავი ინფექციამ, მაგრამ ძირითადი ინფექციის კერა – ჩინეთი საგრძნობლად დასტაბილურდა!

ყველა ერთმანეთს ხელს შევუწყობთ და ძალიან მალე დასრულდება ყველაფერი. გარდაცვალების შემთხვევები ისედაც მცირეა და კლებისკენ იწევს. ახალი შემთხვევები ბუნებრივია იქნება, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაპანიკოს. მივეძალოთ ნიორს, სითხეებს, მივირთვათ ცხელი წვნიანი კერძები, მწვანე ბოსტნეული. დავიცვათ რეკომენდაციები!

უფალი მეფობს! ნურაფრის გეშინიათ! მეტი სიყვარული! უფალსაც ეს უნდა! სულ მალე ყველაფერი დამთავრდება და სხვანაირი, უფრო თბილი და ჭეშმარიტი ღირებულებებით სავსე მსოფლიო გვექნება!

აბა, გაიღიმეთ, დაიბანეთ ხელები და გაიხარეთ!”