21 მარტი, 2020

ხატია ბუნიათიშვილი გვამხნევებს

ხატია ბუნიათიშვილი გვამხნევებსპიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მის ათასობით ერთგულ მსმენელს ამხნევებს.

ხატიაც, როგორც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, კორონავირუსის გამო, სახლში რჩება, თუმცა ინტერნერტით სითბოსა და სიყვარულს უშურველად არიგებს.

პიანისტი თავის ერთგულ მსმენელს მოცარტის “სულის ყვავილის” მისეულ შესრულებას სთავაზობს და მშვიდობას უსურვებს:

“ეძღვნება ყველას, ვინც ვირუსით იტანჯება, ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა მძიმე დაავადებებს ებრძვის, ან სხვა სერიოზული სირთულეები აქვს… მშვიდობა ყველას…”