22 მარტი, 2020

“კაცი იყავ კაცური და იქ ილოცე სადაც გინდა”

"კაცი იყავ კაცური და იქ ილოცე სადაც გინდა"პოეტ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ეს ლექსი დღეს ყველაზე აქტუალურია. მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, საზოგადოების აზრი ორად გაიყო – იარონ ეკლესიებში თუ დარჩნენ სახლში:

“როცა უსმენ დილის საარს,
გული მკერდქვეშ გაძლებს განა,
გაფრენა მსურს, მეძახიან
ხარფუხი და აშფაშხანა.
თბილისური დილა სხვაა
აგისრულებს ყველა ზრახვას,
მეიდანზე ჩაივლი და
თვალი რას არ დაინახავს.
მეჩეთი და სინაგოგა
აქ სიონი წმინდათ-წმინდა,
კაცი იყავ კაცური და
იქ ილოცე სადაც გინდა.
იმისი მწამს, ვინც ძმაკაცთან
შემახვედრებს, შემაერთებს.
მე კაცს ვეძებ, თორემ, აბა,
სადა ვდიო ამდენ ღმერთებს.
ვისაც გინდა დაუჩოქე,
შეევედრე ვისაც გინდა,
ოღონდ კაცად ივარგე და
ან ნამუსი გქონდეს წმინდა.
და შენც ამას გეტყვი, ქალო,
ჩემს სიტყვას ნუ გაიოცებ,
ოღონდ ჩემი იყავი და
სადაც გინდა იქ ილოცე.”