ცნობილმა კატალონიელმა მომღერალმა და მოცეკვავემ ნურია როვირამ მეგრული სიმღერა “ვაგიორქო მა” იმღერა.
დანიელ სავანელი:
“ყველაზე ცნობილი მეგრული სიმღერის პრემიერა ევროპაში 25მარტს.
ცნობილი კატალონიელი (ბარსელონა, ესპანეთი) მომღერალი და მოცეკვავე ნურია როვირა – საუკეთესო მეგრული სიმღერით “ვაგიორქო მა”.
დიდი მადლობა ნურიას, ამ სიმღერის საუკეთესო შესრულებისათვის! ამ სიმღერის სრული ვერსიის პრემიერა უნდა შედგეს ევროპაში, საფრანგეთში, ოთხშაბათს, 25 მარტს.
მომღერალი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.”