26 მარტი, 2020

კანის კინოფესტივალის დარბაზი უსახლკაროებისთვის

კანის კინოფესტივალის დარბაზი უსახლკაროებისთვისკანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დარბაზი, რომელიც ყოველწლიურად წითელ ხალიჩას ფენს და მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს, უსახლკაროებს დაუთმოს.

წლევანდელი კინოფესტივალი, რომელიც 12-23 მაისს უნდა ჩატარებულიყო, ივნისის ბოლოსკენ გადაიდო. მანამდე კი დარბაზი ყოველდღიურად 50-70 უსახლკაროს იფარებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ბრძანებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ყველა ვალდებულია სახლში დარჩეს. ქვეყანაში კი 12 ათასი უსახლკაროა, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ. ისინი ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, კორონავირუსით დაინფიცირდნენ, ამიტომ კანის კინოფესტივალის დარბაზი ამ რისკის თავიდან ასაცილებლად გაიღო.

კანის კინოფესტივალის დარბაზი უსახლკაროებისთვის