20 მარტი, 2020

იტალიიდან დაბრუნებული დათო გომართელის განცხადება

იტალიიდან დაბრუნებული დათო გომართელის განცხადებამომღერალი დათო გომართელი გადაუდებელი აუცილებლობის გამო, იტალიიდან საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა კარანტინში არ გადავიდა.

ირა გოგოსაშვილმა მომღერალთან დაკავშირებით ასეთი ინფორმაცია გაავრცელა:

“ყველას ყველას, ყველას!

განსაკუთრებით შსს და იმ უწყებებს ვისაც ეს ეხება.

ამ ათიოდე დღის წინ იტალიიდან საქართველოსკენ იმგზავრა ნაცების აშუღმა, მომღერალმა და აწ უკვე იტალიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა დათო გომართელმა!

იგი ჯერ მოსკოვში ჩაფრინდა,შემდეგ ერევანში და ერევნიდან თბილისში შემოვიდა!

მას არსად უთქვამს, რომ იტალიიდან დაიწყო აღნიშნული მარშრუტი.

მან ერთ-ერთ ცნობილ ინფექციონისტს დაურეკა ,,უხმაუროდ მომიგვარე ტესტის ჩაბარება”-ო და ტელეფონში რამდენჯერმე ძლიერადაც ჩაუხველა!

ინფექციონისტმა ,,მე როგორ უნდა მოგიგვარო, ამდენი ხანი სად იყავი რატომ არ გამოცხადდი აქამდე, საზღვრები რომლებიც გადმოლახე, თქვი რომ იტალიიდან მოდიხარ?” ამ კითხვაზე პასუხად გომართელმა მიუგო: არა! რა საჭიროება იყო მაგის თქმაოოო?

მოკლედ და კონკრეტულად:

ეს ძალიან ,,სვეწკი” პეროიანი სახეროჟები, უფრო საშიშები არიან და ეს გაითვალისწინონ შესაბამისმა უწყებებმა!

ვისაც გომართელთან ამ დღეებში კონტაქტი გქონდათ, მიმართეთ შესაბამის სამსახურს და ჩააბარეთ ანალიზი!

წყარო არის ძალიან სარწმუნო და გადამოწმებას არ ექვემდებარება!”

დათო გომართელმა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საგანგებო განცხადება გააკეთა:

“მსურს გამოვეხმაურო უახლოეს საათებში, სოციალურ ქსელებში ჩემს მიმართ არასწორი ინფორმაციების გავრცელებას.

მოგახსენებთ, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო და, კერძოდ, დედაჩემის ჯანმრთელობის გაუარესების დიდი რისკის გამო (დედა 90 წლის გახლავთ), მომიწია, ყველანაირი დიპლომატიური პროტოკოლის წესის დაცვით, იტალიიდან დროებით საქართველოში გამომგზავრება.

საქართველოში შემოსვლის დროს, საზღვარზე გავიარე დადგენილი შემოწმება და, რეგულაციების თანახმად, ვიმყოფები თვით იზოლაციაში და, საბედნიეროდ, ავადმყოფობის არანაირი სიმპტომები არ გამაჩნია.

ჩემი საქართველოში შემოსვლისთანავე დავრეკე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე (მსურვრლებს შეუძლიათ გადაამოწმონ) და მათგან მივიღე შესაბამისი რეკომენდაციები.

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში კეთილი ადამიანების გარდა, არსებობენ პიროვნებები, რომლებიც არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ავრცელებენ არასწორ და მავნებლურ ინფორმაციას. ამით ჩვენს ქვეყანას აგდებენ უფრო რთულ და პანიკურ სიტუაციაში, რაც, ჩემი აზრით, ძალზე საშიშია.

არ დაუჯეროთ ასეთ „ფეიკ“ ინფორმაციებს!

აქვე მსურს გითხრათ, რომ ძალზე შეწუხებული ვარ, რომ ამ კრიზისული სიტუაციის დროს მომიწია ჩემი კოლეგებისა და თანამშრომლების დატოვება იტალიაში.

ქედს ვუხრი ყველა მათგანს, მათი პროფესიონალიზმისთვის, ქვეყნისა და საქმის ერთგულებისათვის.

კიდევ ერთხელ მსურს მადლიერების გრძნობა გამოვხატო ჩემი მეგობრებისა და საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც მართლა ალალად განიცდის არა მარტო ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, არამედ მთელს სამყაროში არსებულ მძიმე მდგომარეობას, იცავს რეგულაციებსა და არ არღვევს კანონს.
უფლის წყალობა იცავდეს საქართველოსა და მთელს კაცობრიობას.”