2 მარტი, 2020

გურამ გეგეშიძე გარდაიცვალა

გურამ გეგეშიძე გარდაიცვალამწერალი გურამ გეგეშიძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რომანების დიდოსტატი – ასე უწოდებდნენ მას მკითხველები. ბეჭდვა განახლებულ ჟურნალ „ცისკარში“ დაიწყო გურამ რჩეულიშვილთან ერთად. მისი პირველი მოთხრობა იყო „სანამ ერთად ვართ“. 1982 წელს დაწერილი რომანი “ხმა მღაღადებლისა” – მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათად იქცა.

ინფორმაცია გურამ გეგეშიძის გარდაცვალების შესახებ მწერალმა მალხაზ ხარბედიამ გაავრცელა:

“გურამ გეგეშიძე წავიდა. კიდევ ერთი რომანის ადამიანი.

რომანები წერეთ. სხვა დანარჩენი დროის კარგვაა… ეცადეთ, კარგი რომანები წეროთ, ნუ ახალტურებთ. მოწამლული რომანები წერეთ…”