გიორგი გასვიანი – “რა გვაჩვენა ახალი ამ ეპიდემიამ?”

გიორგი გასვიანი - "რა გვაჩვენა ახალი ამ ეპიდემიამ?"მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი დარწმუნებულია, რომ მის მოსაზრებას ყველა უსიტყვოდ დაეთანხმება – ჩვენ ყველას ჯანმრთელობა გვჭირდება დღეს! დედამიწას კი, ჩვენგან ცოტა მეტი ყურადღება და დანდობა:

“ერთი პატარა ბაქტერია – მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ!

რა გვაჩვენა ახალი ამ ეპიდემიამ?

ყველა გამოწვევა, ყველა ვნება, რის გამოც ადამიანები ებრძვიან ერთმანეთს, დამარცხდა ამ ბაქტერიის წინაშე! ფული, ამბიცია, ცივილიზაცია, ტექნიკური ინოვაცია, გავლენები, სოციალური განსხვავება, საზღვრები, პოლიტიკა, რასა, რელიგია, მეცნიერება…

დღეს მსოფლიოში ყველა განსხვავებული, ყველა და ყველაფერი გაააერთიანა არა რელიგიამ, არა სიყვარულმა, არა პოლიტიკამ, არა ეკოკატასტროფამ, არამედ მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტმა!

დღეს ერთი და ყველა – უკვე განუყოფელია! მსოფლიო ასე არასდროს გაერთიანებულა, ერი თუ ბერი, ყველა უძლურია ბაქტერიის წინაშე, რომელსაც უდიდესი ეკონომიკური, სოციალური, სასიცოცხლო, სამშვიდობო თუ ნებისმიერი ტიპის ცივილიზაცია და რესურსი მიაქვს ადამიანებისგან!

დედამიწას აუცილებლად ექნება წამალი გადანახული ჩვენთვის, გადასარჩენად, უბრალოდ ამას დრო სჭირდება.. ადამიანმა ისევ დედამიწაში უნდა იპოვოს მისი წამალი!

ამ დღეებში ჩვენ იმდენს აღარ დავდივართ ქუჩებში, აღარ ვცეკვავთ კლუბებში ნარკოტიკებით, იმდენად აღარ ვაბინძურებთ ჰაერს გამონაბოლქვით, იმდენად ვეღარ ვღალატობთ ცოლებს! ბუნებასაც იმდენად ვეღარ ვანადგურებთ…

თითქოს დედამიწა გვიწყობს კარანტინს, რომელსაც აუცილებლად გადაგვალახინებს, უბრალოდ, საჭიროა დროის ამ პერიოდში საკუთარ თავებში ვიპოვოთ სამყაროში ჩვენი არსებობის ყველაზე მთავარი, ახალი ფორმა… რაც ალბათ დედამიწის მთავარი სათქმელია ადამიანისთვის:

ა დ ა მ ი ა ნ ს აღარ უნდა უყვარდეს საკუთარი თავი დ ე დ ა მ ი წ ა ზ ე მეტად, რადგან მან, საკუთარი მოთხოვნების გამო, დედამიწა უკვე მონად აქცია!

ახალი მსოფლიო მოწყობის სუნი მცემს, სადაც ადამიანის მოთხოვნების უსაზღვროებას ჩარჩოებს დაუწესებენ!

ჩვენ ყველას ჯანმრთელობა გვჭირდება დღეს! დედამიწას კი, ჩვენგან ცოტა მეტი ყურადღება და დანდობა!

გვიყვარდეს დედამიწა საკუთარ კუჭებზე და ამბიციებზე მეტად!

ნუ შევჭამთ დედამიწას, რადგან სხვა თაობებსაც სჭირდებათ იგი! თორემ ერთი ბაქტერიაც საკმარისია, რომ ყველაფერი გაჩერდეს!”