30 მარტი, 2020

გია ჯაჯანიძე – “ამის ცოდნა ყველაზე დიდი განძია”

გია ჯაჯანიძე - "ამის ცოდნა ყველაზე დიდი განძია"ტელეწამყვანი და ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე სთხოვს ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, არასდროს დაავიწყდეთ, რომ სიბერე ყველას ელის:

“ახალგაზრდებისთვის ამის ცოდნა ყველაზე დიდი განძია. გახსოვდეთ, არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ სიბერე ელის ყველას.

არასოდეს შეეჯიბრო ხანდაზმულ ადამიანს, ის გამოცდილებით არის შეიარაღებული და აუცილებლად დაგამარცხებს.

ხანდაზმულ ადამიანს ძლიერი შუქი აქვს, მას შეუძლია გაგინათოს გზა.

ხანდაზმულ ადამიანს გამჭრიახე გონება აქვს, მას შეუძლია გაგიკაფოს გზა.

როცა ხანდაზმულ ადამიანს უყურებ, მასში დაინახე საკუთარი თავი და პატივი მიაგე მას.

სიბერე ძლიერია მაშინ, თუ საფუძველი ახალგაზრდობაში აქვს ჩაყრილი, – გვასწავლის ციცერონ მარკ ტულიუსი.

“ბებერი შლეგი, ჭაბუკ შლეგზე უფრო დიდი შლეგია.”

“სიბერის ნაოჭები უნდა წარმოადგენდეს იმ ადგილებს, სადაც ადრე კეთილი ღიმილი იმყოფებოდა.”

მოხუცი: დააკვირდი, შეიყვარე, ისწავლე, მოუსმინე, გაუგე და დაეხმარე მას.

ადამიანს, ვისაც მოხუცი არ უყვარდა, მას სასტიკი სიბერე ელოდება.

ჩვენ ყველანი მოვედით და მივდივართ, ზოგი ადრე, ზოგი გვიან. დრო ცოტაა, მოასწარით ისწავლოთ და შეიგრძნოთ სიცოცხლის სიყვარული.

არ თქვათ რომ სიბერე არ გინდათ, სიბერე ბედნიერებაა, ის გზაა მარადისობისკენ, ის თქვენ გეკუთვნით, ის თქვენი ხვედრია.

ყველას ტკბილად დაბერებას გისურვებთ.”