28 მარტი, 2020

გელა დაიაური ტარიელ ხარხელაურზე

გელა დაიაურის მიძღვნა დედასპოეტი გელა დაიაური მის უფროს კოლეგას ტარიელ ხარხელაურს ბუმბერაზე ადამიანს უწოდებს და მის მიმართ აგორებულ კრიტიკას ეხმაურება:

“არ ვიცი, რამდენად დალაგებულად დავწერ იმას, რისი თქმაც მინდა: დღეს რატომაც ვისჯებით, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთსიძულვილის, შურის, გაუტანლობის, ბოღმის ბრალია… თუმცა მაინც რომ ვერ ვსწავლობთ ჭკუას, ფაქტია.

ტარიელ ხარხელაურის ეპოქაში რომ გვიწევს ცხოვრება, ვფიქრობ, მადლობა უნდა ვუთხრათ უფალს… ეს ადამიანი არის შინაგანი სიწმინდის, სისუფთავის, მაღალი ზნეობის, ვაჟკაცური კაცობის მაგალითი. მას ტალახი არ მიეკარება, მსროლელი კი ტალახში იქნება ამოსვრილი მთელი ცხოვრება და უფალთან აგებს პასუხს.

ტარიელ ხარხელაური – ამ გვარ-სახელის ხსენებაც კი მეკრძალება და მერიდება, იმდენად ბუმბერაზ ადამიანზე ვსაუბრობ…

დასაწყისში ვთქვი, რის გამოც ვისჯებით და რის გამოც გვცდის და განსაცდელს გვიმზადებს უფალი. ერთს ვიტყვი და დავასრულებ, ტარიელ ხარხელაურის მძაგებელი ადამიანი ქართველად არ მიმაჩნია და ჩემი მეგობარი ვერასდროს იქნება.

პ.ს ტურების კივილი ლომს ვერაფერს დააკლებს!”