3 მარტი, 2020

ემინემის რჩეული ნინი ჩილაჩავაა

ემინემის რჩეული ნინი ჩილაჩავაარეპერ ემინემის რჩეული 16 წლის ნინი ჩილაჩავა გახდა.

მოზარდმა გაიმარჯვა რეპერის გამოწვევაში. გამოწვევა რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ემინემმა ტვიტერსა და ინსტაგრამზე გააჟღერა ინფორმაცია, რომ აინტერესებდა, შეძლებდნენ თუ არა მისი თაყვანისმცემლები, ისევე სწრაფად წაეკითხათ ტექსტი, როგორც თავად რეპერი თავის ცნობილ სიმღერაში, „გოდზილა“.

გამოწვევაში ათასობით ფანი ჩაეთო, მაგრამ გამარჯვებული ნინი გახდა. მის ვიდეოს ინსტაგრამზე 100 ათასზე მეტი ნახვა აქვს.