28 მარტი, 2020

დავით ფოცხიშვილი: “არასოდეს დამავიწყდება ეს ვანდალიზმი!”

დავით ფოცხიშვილიქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი ვანდალიზმს უწოდებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თბილისში მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩას თამაზ ჭილაძის ქუჩა უწოდეს:

“მაგარი გამიტყდა, ჩემს ქუჩას გადაარქვეს ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძეების სახელი და, აი, ასეთი სიურპრიზი დამხვდა…

“თამაზ ჭილაძის 11″… რატომ გააკეთეთ ეს? რამ არ დაგაკმაყოფილათ? ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძეები ვინმეზე ნაკლები საზოგადო მოღვაწეები იყვნენ?

მელიტონ ბალანჩივაძის შვილი გახლდათ “ჯორჯ ბალანჩინი” – მსოფლიო ლეგენდა, რომელმაც ამერიკას შეუქმნა ბალეტი. მან, ფაქტიურად, რევოლუცია მოახდინა საბალეტო ხელოვნებაში.

ანდრია ბალანჩივაძე: კომპოზიტორი, ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი… სახალხო არტისტი, პედაგოგი…

სამარცხვინოა, რაც გააკეთეთ! შოკში ვარ, ბრავო! არასოდეს დამავიწყდება ეს ვანდალიზმი…
ვცხოვრობდი: მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების 69-ში, ახლა კი ვცხოვრობ თამაზ ჭილაძის 11-ში.”